დადგა ეს დღეც!
დღე საინტერესო და სასიამოვნო აღმოჩნდა, რადგან განვიხილეთ მოდული 8 , წარმოვადგინეთ საბოლოო პრეზენტაციები, ერთმანეთს მივეცით უკუკავშირი.
ძალიან შრომატევადმა ტრენინგმა შესანიშნავი შედეგი გვაჩვენა. ყველა მასწავლებელმა ისეთი კარგი პრეზენტაცია წარმოადგინა, რომ ყველა ძალიან საინტერესო, მიზანმიმართულად განსაზღვრული და განსხვავებული იყო.
ვიმუშავეთ დრაივში და ბლოგზე ავტვირთეთ ჩვენი საქაღალდე.
ვფიქრობ, ტრენინგიდან ბევრი ვისწავლე , ყველაფერი კარგად გავიგე და სკოლაში საგაკვეთილი პროცესში აუცილებლად დავგეგმავ რამდენიმე პროექტს, გამოვიყენებ XXI საუკუნის უნარ-ჩვევებს და მოსწავლეებს განუვითარებ პროექტზე მუშაობის იმ სტრატეგიებს, რომელიც მე ტრენერისგან ვისწავლე.
საინტერესო, ბევრისმომცემი ტრენინგისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ შორენა ბადურაშვილს, რომელიც ასე დაუღალავად და დიდი ენთუზიაზმით გადმოგვცემდა თითოეულ სიტყვასა თუ წინადადებას.
დიდი მადლობა პედაგოგებს თანამშრომლობისათვის.
დიდი სიამოვნებით მოვისმენდი კიდევ ქ-ნ შორენას სხვა ტრენინგს.
გაკვეთილების გეგმები
Subscribe to:
Post Comments (Atom)
მეცხრე დღის რეფლექსია
დადგა ეს დღეც! დღე საინტერესო და სასიამოვნო აღმოჩნდა, რადგან განვიხილეთ მოდული 8 , წარმოვადგინეთ საბოლოო პრეზენტაციები...
-
მოსწავლის პრეზენტაცია
-
გავიხსენეთ წინა დღის მასალა. დავწყვილდით, წავიკითხეთ სასწავლო პროცედურები, გადავხედეთ მიმართულების მომცემ კითხვებს და მივეცი მეწყვი...
-
დღე სასიამოვნიდ დაიწყო. გავიხსენეთ პირველი დღის მასალა, რა იყო დასამახსოვრებელი , რა იყო ჩვენი მომავალი პროექტისთვის ხე...
დღეს ძალიან მომეწონა შენი პროექტის გეგმა.საინტერესო თემაა და აქტივობებიც კარგად გაქვს გაწერილი.ვფიქრობ მსგავსი პროექტი მეც დავგეგმო და განვახორციელო...წარმატებებიიიი
ReplyDeleteგმადლობ!
ReplyDeleteშენც გისურვებ წარმატებებს ჩემო კარგო, დარწმუნებული ვარ შესასანიშნავად გაართმევ თავს.