Tuesday, 3 July 2018

მესამე დღის რეფლექსია

    მიუხედავად მაღალი ტემპერატურისა, მიუხედავად გადაღლილობისა მესამე დღემ აქტიურად ჩაიარა,. ეს ტრენინგი ჩემთვის ბევრის მომცემი იყო.
    დღე დავიწყეთ ასე:  გავიხსენეთ წინა დღის მასალა, მივეცით რეკომენდაციები ერთმანეთს და ვცდილობთ გავითვალისწინოთ შეძლებისდაგვარად.
   საპროექტო თემებისათვის შევარჩიეთ შესაბამისი სტანდარტები და ინდიკატორები, ჩამოვაყალიბეთ სასწავლო მიზნები და ვიმუშავეთ მეორე მოდულის პირველ და მეორე აქტივობაზე,  შევიმუშავე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
   ზოგადი კითხვა

1.       როგორ მოვახერხოთ ეკ. კატასტროფის თავიდან აცილება?


     თემატური კითხვები 
                 1.  შეუძლია თუ არა ადამიანს უარყოფითი ჩარევა ბუნების  და კერძოდ ეკოლოგიურ  ცვლილებებში?



შინაარსობრივი კითხვები
1.       რას ნიშნავს თქვენთვის ჩვენი ქალაქის ეკ. გარემოს გაუმჯობესება?
2.       არის თუ არა ჩვენი ქალაქის მდინარე ,,ყვირილა“ ეკ. საშიშროების წინაშე და რა ფაქტორები განაპირობებს მას?
3.       რის საფუძველზე ვრწმუნდებით , რომ ყვირილა ეკ. კატასტროფის წინაშეა?
4.       რა რისკები არსებობს ჯანმრთელობისთვის? რატომ ითვლება ისინი ჯანმრთელობის რისკებად?


    გამოვიყენე  და ძალიან მომეწონა XXI საუკუნის უნარ-ჩვევები, მიმართულების მომცემი საკვანძო კითხვების რუბრიკა,  მიმართულების მომცემი საკვანძო კითხვების მაგალითები და აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს სასწავლო პროექტებში , რომელსაც მომავალში განვახორციელებ.
    დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ქ-ნ შორენას, რომელთან ერთად საქმიანობა სასიამოვნოა  და შედეგიანი.


No comments:

Post a Comment

მეცხრე დღის რეფლექსია

          დადგა ეს დღეც!           დღე საინტერესო და სასიამოვნო აღმოჩნდა, რადგან განვიხილეთ მოდული 8 , წარმოვადგინეთ საბოლოო პრეზენტაციები...