Saturday, 30 June 2018

მეორე დღის რეფლექსია

                 

 დღე სასიამოვნიდ დაიწყო. გავიხსენეთ პირველი დღის მასალა, რა იყო დასამახსოვრებელი , რა იყო ჩვენი მომავალი პროექტისთვის ხელმისაწვდომი და სხვა.
   მოვისმინეთ ჯგუფის ყველა წევრის საშინაო დავალება, ანუ დაგეგმილი საპროექტო თემები. ყურადღებით ვისმენდი და გამოვყოფდი რამდენიმე თემას, რომელზე მუშაობა ვფიქრობ სასიამოვნო და შედეგიანი იქნება.
   გავიხსენეთ ვორდში მუშაობაც.
   საინტერესო და შედეგიანი იყო პირველი მოდულის 4 აქტივობაზე მუშაობა. ვისწავლეთ ბუკლეტების დამზადების სტრატეგიები, როგორ დავამზადოთ მშობელთა ჩართულობის მიზნით ბუკლეტები კითხვარით.
   მომეწონა და ჩავინიშნე ,, გამოცემის მომზადების ჩეკლისტი" , რომელიც საშუალებას გვაძლევს დავურთოთ ყველა ბუკლეტს.
  ვფიქრობ ამ ყველაფრის გამოყენება ხელს შემიწყობს დაგეგმილი და განსახორციებელი პროექტის მიზნის მიღწევაში.

No comments:

Post a Comment

მეცხრე დღის რეფლექსია

          დადგა ეს დღეც!           დღე საინტერესო და სასიამოვნო აღმოჩნდა, რადგან განვიხილეთ მოდული 8 , წარმოვადგინეთ საბოლოო პრეზენტაციები...