დადგა ეს დღეც!
დღე საინტერესო და სასიამოვნო აღმოჩნდა, რადგან განვიხილეთ მოდული 8 , წარმოვადგინეთ საბოლოო პრეზენტაციები, ერთმანეთს მივეცით უკუკავშირი.
ძალიან შრომატევადმა ტრენინგმა შესანიშნავი შედეგი გვაჩვენა. ყველა მასწავლებელმა ისეთი კარგი პრეზენტაცია წარმოადგინა, რომ ყველა ძალიან საინტერესო, მიზანმიმართულად განსაზღვრული და განსხვავებული იყო.
ვიმუშავეთ დრაივში და ბლოგზე ავტვირთეთ ჩვენი საქაღალდე.
ვფიქრობ, ტრენინგიდან ბევრი ვისწავლე , ყველაფერი კარგად გავიგე და სკოლაში საგაკვეთილი პროცესში აუცილებლად დავგეგმავ რამდენიმე პროექტს, გამოვიყენებ XXI საუკუნის უნარ-ჩვევებს და მოსწავლეებს განუვითარებ პროექტზე მუშაობის იმ სტრატეგიებს, რომელიც მე ტრენერისგან ვისწავლე.
საინტერესო, ბევრისმომცემი ტრენინგისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ შორენა ბადურაშვილს, რომელიც ასე დაუღალავად და დიდი ენთუზიაზმით გადმოგვცემდა თითოეულ სიტყვასა თუ წინადადებას.
დიდი მადლობა პედაგოგებს თანამშრომლობისათვის.
დიდი სიამოვნებით მოვისმენდი კიდევ ქ-ნ შორენას სხვა ტრენინგს.
ჩემი პორტფოლიო
გაკვეთილების გეგმები
Tuesday, 17 July 2018
Saturday, 14 July 2018
მერვე დღის რეფლექსია
მერვე დღე დავიწყეთ წინა დღის მიმოხილვით.
ვიუერში გავეცანით ფასილიტაციის მასალებს, ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონზე , დავხვეწეთ და ისე შევინახეთ .
გავეცანით ციფრული რესურსების პორტალს და ვიდეო გაკვეთილების შექმნის პრინციპს.
კარგად გავეცანით დრაივს და ბლოგზე მუშაობას. შევუცვალე ფონი ჩემს ბლოგს, დავამატე სურათები გაჯეტების საშუალებით.
ძალიან დავიღალე.... მაგრამ ვთვლი, რომ დღევანდელმა დღემ მომცა იმის საშუალება, რომ სრულყოფილი გამეხადა ჩემი ბლოგი.

Thursday, 12 July 2018
მეშვიდე დღის რეფლექსია
დაიწყო მეშვიდე დღეც.
გავიხსენეთ მეექვსე დღის მასალა, გავიხსენეთ შეფასებები და ვიმსჯელეთ თუ როგორ ვიმუშავეთ წყვილებში.
შემდეგ გადავედით ახალ მოდულზე: ,, მოსწავლეთა საჭიროებების დაგეგმვა" ,
მომეწონა დიფერენცირებული სწავლების მეთოდიკაში გავრცელებული 4 დონე:

- შინაარსი
- პროცესი
- პროდუქტები
- სასწავლო გარემო
მიმოვიხილეთ პროექტის გეგმა: გავიხსენეთ და გადავხედეთ მოდულის გეგმის კრიტერიუმების ჩამონათვალს, რომელიც პორტფოლიოს მოდულის გეგმის საქაღალდეში გვაქვს შენახული,
განვაახლეთ დიფერენცირებული სწავლების მეთოდების განყოფილება, დავამატეთ მოცემულ პროექტში მიღებული ცოდნა.
ბოლოს შევინახეთ ჩვენი , უკვე გამზადებული პროექტის გეგმა.
დღევანდელი დღე საინტერესო და დატვირთული იყო, ,,დავიხუნძლე" საპრეზენტაციო მასალით და მგონია, რომ კარგად ვისწავლე პრეზენტაციის გეგმის შედგენა და ვფიქრობ, საგაკვეთილი პროცესში აქტიურად გამოვიყენებ.
Monday, 9 July 2018
მეექვსე დღის რეფლექსია
ტრენინგზე ხალისით მოვდიოდი, რადგან სახლში ბევრი ვიმუშავე და ვფიქრობ ჩემი საშინაო დავალება სრულყოფილია, ამიტომ ველოდებოდი წყვილებში მუშაობას უკუკავშირისთვის.
დაიწყო მეექვსე ტრენინგი.....
გავიხსენეთ წინა დღის მასალა. დავწყვილდით და გავეცანით ერთმანეთის დავალებებს ,,მოსწავლის პრეზენტაცია" რომელიც შევასრულეთ powerpoint-ში. მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი ამ თემაზე , მომეწონა პედაგოგების ნამუშევრები.
შემდეგ , მთელი ტერენინგი ,ვიმუშავეთ შეფასებებზე რუბრიკების დახმარებით.
დღემ საინტერესოდ ჩაიარა.
ვფიქრობ, ჩემი რესურსი პროექტის შესახებ სანახევროდ შევავსე.....

Saturday, 7 July 2018
მეხუთე დღის რეფლექსია
გავიხსენეთ წინა დღის მასალა. დავწყვილდით, წავიკითხეთ სასწავლო პროცედურები, გადავხედეთ მიმართულების მომცემ კითხვებს და მივეცი მეწყვილეს პოზიტიური უკუკავშირი: 3 შეკითხვა, 2 კომენტარი და 1 რჩევა.
ვიმუშავეთ 3 და 4 მოდულზე:
ვიმუშავეთ 3 და 4 მოდულზე:
- XXI საუკუნის მიღწევა,
- მარტივი შაბლონები,
- გავეცანით მოსწავლის შაბლონების ნიმუშებს,
- გადმოვიწერეთ სურათები ინტერნეტიდან
- ვისწავლეთ როგორ შევინახოთ საავტორო უფლებების დაცვით.
ტრენერისგან მივიღე ახალი დავალება სახლში შესასრულებლად.
დღევანდელი ტრენინგი ჩემთვის ძალიან შრომატევადი იყო, კარგად ვუსმენდი ტრენერს და იმედია გამოვიყენებ სამომავლოდ.
ძალიან კი გავიღალე (
Thursday, 5 July 2018
მეოთხე დღის რეფლექსია
შესანიშნავი გარემო და ამინდი დაგვიდგა დღევანდელი დღისთვის.
გავიხსენეთ წინა დღის ტრენინგის მასალა და გადავედით ახალ სამუშაოზე მოდული 2 აქტივობები 3, 4, 5,
საინტერესო არმოჩნდა ,,შეფასების სხვადასხვა მეთოდების განხილვა", კარგადა განვიხილეთ რა მეთოდებას და ინსტრუმენტებს გამოვიყენებთ, განვიხილეთ ფრიად საჭირო 5 მიზანი:

- მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება
- თვითრეგულირება და თანამშრომლობის ხელშეწყობა
- პროგრესის მონიტორინგი
- ნასწავლის გააზრება, შემოწმება და მონიტორინგის აზროვნების ხელშეწყობა
- განმავითარებელლი შეფასება
შევქმენით წინარე ცოდნის შესაბამისი ცხრილი, ვიმუშავეთ და გავიხსენეთ პოვერ-პოინტის პროგრამა,
დავგეგმეთ მომავალი ტრენინგი და მივიღეთ დავალებები.
ყოველი დღე საინტერესო და შედეგიანია ჩემთვის და მადლობა ამისთვის ქ-ნ შორენას.
Subscribe to:
Posts (Atom)
მეცხრე დღის რეფლექსია
დადგა ეს დღეც! დღე საინტერესო და სასიამოვნო აღმოჩნდა, რადგან განვიხილეთ მოდული 8 , წარმოვადგინეთ საბოლოო პრეზენტაციები...
-
მოსწავლის პრეზენტაცია
-
გავიხსენეთ წინა დღის მასალა. დავწყვილდით, წავიკითხეთ სასწავლო პროცედურები, გადავხედეთ მიმართულების მომცემ კითხვებს და მივეცი მეწყვი...
-
დღე სასიამოვნიდ დაიწყო. გავიხსენეთ პირველი დღის მასალა, რა იყო დასამახსოვრებელი , რა იყო ჩვენი მომავალი პროექტისთვის ხე...