Thursday, 12 July 2018

მეშვიდე დღის რეფლექსია

   დაიწყო მეშვიდე დღეც.
   გავიხსენეთ მეექვსე დღის მასალა, გავიხსენეთ შეფასებები და ვიმსჯელეთ თუ როგორ ვიმუშავეთ წყვილებში.
   შემდეგ გადავედით ახალ მოდულზე: ,, მოსწავლეთა საჭიროებების დაგეგმვა" ,
მომეწონა დიფერენცირებული სწავლების მეთოდიკაში გავრცელებული 4 დონე:

  1. შინაარსი
  2. პროცესი
  3. პროდუქტები
  4. სასწავლო გარემო
     მიმოვიხილეთ პროექტის გეგმა: გავიხსენეთ და გადავხედეთ მოდულის გეგმის კრიტერიუმების ჩამონათვალს, რომელიც პორტფოლიოს მოდულის გეგმის საქაღალდეში გვაქვს შენახული,
      განვაახლეთ დიფერენცირებული სწავლების მეთოდების განყოფილება, დავამატეთ მოცემულ პროექტში მიღებული ცოდნა.
     ბოლოს შევინახეთ ჩვენი , უკვე გამზადებული პროექტის გეგმა.
დღევანდელი დღე საინტერესო და დატვირთული იყო, ,,დავიხუნძლე"  საპრეზენტაციო მასალით და მგონია, რომ კარგად ვისწავლე პრეზენტაციის გეგმის შედგენა და ვფიქრობ, საგაკვეთილი პროცესში აქტიურად გამოვიყენებ.
  


No comments:

Post a Comment

მეცხრე დღის რეფლექსია

          დადგა ეს დღეც!           დღე საინტერესო და სასიამოვნო აღმოჩნდა, რადგან განვიხილეთ მოდული 8 , წარმოვადგინეთ საბოლოო პრეზენტაციები...